|
2015-06-26 10:56:16, 516 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის ცენტრი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
26 ივნისი ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს, 13:30 საათზე, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი და კავშირი ,,იმედი“ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. აჭარის ჯანდაცვის ცენტირს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ისაუბრებენ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშიწყობის მიზნით გაწეული სამუშაოს შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იქნება უფროსკლასელთა პრეზენტაცია ,,არა ნარკოტიკს“. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი ჯემალ დუმბაძე ისაუბრებს ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებისა და მისი მოხმარებით გავრცელებული ინფექციების შესახებ. აჭარის ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ლია ჯინჭარაძე ისაუბრებს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობასა და ამ მხრივ აჭარაში არსებული მდგომარეობის შესახებ. კავშირი ,,იმედი" გამართავს პრეზენტაციას ცენტრის მუშაობისა და საქართველოში არსებული ქუჩის ნარკოტესტირების მანკიერი პრაქტიკის შესახებ. მოხენებების დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია. შეხვედრას დაესწრებიან: აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების მოსწავლეები, სტუდენტები, სპორტსმენები, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის და ა/ო ,,თანადგომა“-ს წევრები. 26 ივნისი, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, 1987 წელს, გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ, მას შემდეგ ის ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღის მიზანია მოსახლეობისთვის ნარკოტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ნარკოტიკებისაგან თავისუფალი გარემოს ხელშეწობა. ნარკომანია რჩება 21 საუკუნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ჯანმრთელობას.
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)