2019-04-27 11:36:23, 1780 ნახვა
საზოგადოება
მართლამადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მართლმადიდებელი სამყარო ცეცხლის გადმოსვლას ელოდება.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე შევა და საფლავი ტრადიციულად ცვილის ბეჭდით დაილუქება.
კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს გაჩხრეკენ, რადგან არაფერი შეიტანოს ისეთი რითაც სანთლის ანთება შესაძლებელი იქნება.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან