2019-04-25 14:06:50, 1172 ნახვა
საზოგადოება
ზაზა გაბუნია თემქაზე მოსახლეობას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, თემქის და სანზონის მაჟორიტარი ზაზა გაბუნია მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დეპუტატმა მოსახლეობას 3 მაისს გასამართ დასაქმების ფორუმთან დაკავშორებით მიაწოდა ინფორმაცია.
ფორუმი ზაზა გაბუნიას ინიციატივით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაიმართება.
„ხალხს რაც ყველაზე მეტად სჭირდება, ეს დასაქმებაა. არსებობს ამისთვის სახელმწიფო პროგრამები და ჩვენ შევევდებით 3 მაისს გასამართ ფორუმზე სამსახურის მაძიებლები დამსაქმებლებს დავაკავშიროთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შესაბამისი დეპარტამენტის მონაწილეობით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
დასაქმების ფორუმი რომელში მონაწილეობას თემქისა და სანზონის მოსახლეობას და ასევე დასაქმების ყველა მსურველს შეეძლება, 3 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,