|
2019-04-25 12:54:53, 1247 ნახვა
საზოგადოება
ტედ ჯონასი: თბილისმა უნდა აირჩიოს - სურს ჰგავდეს ვენას, თუ თეირანს
ტედ ჯონასი ამერიკელი იურისტია, რომელიც 20 წელზე მეტია, თბილისში ცხოვრობს. კერძო იურიდიული პრაქტიკის პარალელურად, ის „კავკასიის ბუნების ფონდის“ დირექტორთა საბჭოს წევრია და გარემოსდაცვითი აქტივიზმითაა დაკავებული. ბოლო წლებში აქტიურად საუბრობს ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის მავნე გარემოსდაცვითი ზეგავლენის შესახებ. გასულ წელს, კი ერთ-ერთი ავტომაგისტრალის წინააღმდეგ მიმართული პეტიციის თანაავტორთა შორის იყო. როგორც კონასი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში აცხადებს, საქართველოში გარემოს დაცვის საკითხი სათანადოდ არ არის მოწესრიგებული. "ტურიზმმა 2017 წელს 2 მილიარდი დოლარი მოუტანა ეკონომიკას. ეს მაშინ, როცა 18 მილიონი დოლარია ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსული თანხა. მთავრობის პოლიტიკა აჩვენებს, თითქოს ჰესების მშენებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში ეკონომიკურად ნამდვილად არ არის ასე. არ ვამბობ, რომ ყველა ჰესი ცუდია. ცუდი ისაა, რომ ისინი შენდება ყველაგან, სადაც კი მათი აშენება შეიძლება. ჩანს, რომ არ არის გეგმა. სინამდვილე ისაა, რომ არის ბიზნეს ინტერესები, მოგება ამგვარი მშენებლობებისგან. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ბევრ სამშენებლო კონტრაქტს ქმნის, იქნება ეს გვირაბების მშენებლობა თუ სხვა. იგივეა გზების მშენებლობაზეც. ეს არის მცირე, შერჩევითი ჯგუფი ქართული ბიზნესებისა, რომელიც იღებს მოგებას ამ პროექტებიდან და რომელსაც აქვს ახლო კავშირები მმართველ პარტიასთან. ეს არ ეხება მხოლოდ ამჟამინდელ ხელისუფლებას, ეს ასე ხდება ნებისმიერ სხვა მთავრობასთან და აქაც კი, ამერიკაში, სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე კომპანიები დაკავშირებულნი არიან მთავრობასთან. როდესაც მთავრობა ამბობს, რომ 200 მილიონი დაიხარჯება ამა თუ იმ პროექტზე, უნდა წავიდეთ ამის მიღმაც და ვიკითხოთ, რამდენ სამუშაო ადგილს შექმნის ის, რა სარგებელი იქნება მშპ-ის თვალსაზრისით. სინამდვილეში, ჰესები ძალიან ცოტა სამუშაო ადგილს ქმნის მაშინ, როცა გარემოზე უდიდესი მავნე ზეგავლენა აქვს, აზიანებს ტურიზმის ეკონომიკას ისეთ ადგილებში, როგორიც სვანეთია და ა.შ. მე არ ვარ ჰესების წინააღმდეგი. ბევრი სხვა ადამიანივით მაწუხებს ის, რომ ვხედავ, არ არსებობს გეგმა იმის შესახებ, სად და რამდენი ჰესი უნდა აშენდეს. როცა იგეგმება 5-6 ჰესის აშენება სვანეთსა და რაჭაში, გვჭირდება კი ყველა მათგანი? თუ გვჭირდება ენერგოპოლიტიკა, რომელიც გვეტყვის, რომ შესაძლოა აქედან 2-3-ის გაკეთებაა საჭირო, იქნებ ამავე ენერგიას სხვა ადგილებიდანაც მივიღებთ და ა.შ. იქნებ შევავსებთ იმავე რაოდენობას ქარის ენერგიისა და ენერგოეფექტურობით დაზოგილი ენერგიის დამატებით?", - აღნიშნა მან. ჯონასმა თბილისში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების საკითხი აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რათა ის საცხოვრებლად გამოსადეგი იყოს. "თბილისში ჰაერის დაბინძურება, გადაჭარბებული განაშენიანება, საცობები, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, იმდენად მწვავე გახდა, რომ ამ მიმართულებით წნეხი არათუ გარემოსდამცველი აქტივისტებისგან, არამედ ბიზნეს საზოგადოებიდანაც გაიზარდა. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს ცუდი ხარისხის საწვავთან, ავტომობილების ინსპექციასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მათი ოჯახის წევრებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და გარდა ამისა, ისინიც ვეღარ შეძლებენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, თუკი თბილისი საცხოვრებლად გამოუსადეგარი ქალაქი იქნება. ეს ამ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ის, რომ თბილისი უფრო მეტად ჰგავდეს ევროპულ ქალაქებს, ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კარგი ტროტუარები, კარგი სასეირნო ადგილები, დაბინძურებისა და მანქანების რაოდენობის კონტროლი, განვითარების კონტროლი. გვინდა, რომ ვგავდეთ ვენას, თუ სტამბოლსა და თეირანს? ესაა თბილისის წინაშე არსებული შეკითხვა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეს შეიძლება წავიდეს ნებისმიერ მხარეს. დიდი ზიანია მიყენებული, მაგრამ სრულად განადგურებული არ არის. თბილისი შეიძლება კვლავ განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ბერლინს და ვენას ჰგავდეს, ან პირიქით, დაემსგავსოს სტამბოლსა და თეირანს, სადაც ყოველი წერტილი, სივრცე ათვისებულია და ცუდი ჰაერია. როგორც წესი, ქართველები უფრო ევროპულ გზას ირჩევენ ხოლმე, რათა უფრო ევროპული საზოგადოება და უფრო ევროპული ცხოვრება ჰქონდეთ", - განაცხადა ტედ ჯონასმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)