|
2019-04-23 18:36:35, 1383 ნახვა
რეგიონი
იმერეთში ფერმერებისთვის კონსულტაციების გაწევა მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში ფერმერებს ვეტერინარიის, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, მცენარეთა დაცვის და თხილის ბაღების გაშენების მიმართულებებითკონსულტაციები გაეწიათ. პროექტის ფარგლებში, შეხვედრები ზესტაფონის, ხარაგაულის, თერჯოლის, ჭიათურის და საჩხერის მუნიციპალიტეტებსა და 11 სოფელში უკვე გაიმართა. 23-დან 25 აპრილის ჩათვლით, შეხვედრები ბაღდათის, ვანის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში (ვარციხე, დიმი, ძულუხი, დიხაშხო, ჭყვიში, მელაური, გომმუხაყრუა, ქორეისუბანი) მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა 2019 წელს კახეთის, გურიის, შიდა ქართლის, სამეგრელოს და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 73 სოფელში 4000-მდე ფერმერს კონსულტაციები უკვე გაუწიეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)