02:42 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 17:04:46, 1227 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს.

მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ,  კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე  დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების, ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების, სპეციალური საკემპინგე ადგილისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობას გულისხმობს.

„GIZ-თან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რამდენიმე თვეში,  ახალ  სიცოცხლეს შეიძენს ის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან აკავშირებს. ამ ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა საგანმანათლებლო ბილიკები და ასევე, ტყის ბუნებრივი აღდგენის ღონისძიებები გატარდება, რაც 20 ჰექტრამდე სატყეო ფართობს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამით, როგორც ტურისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა უნიკალური საშუალება, იმ საფეხმავლო ბილიკებიდან გადაშლილი პანორამით დატკბნენ, რომელიც კუს ტბასა და მთაწმინდას ერთმანეთთან აკავშირებს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კარლ ტესტენსენის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება თბილისის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, რომ დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ამ ულამაზესი ქალაქის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ყველასთვის კარგად ცნობილია თბილისის ტურისტული პოტენციალი და ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, ქალაქის გარშემო არსებული ტყე, მისი ბუნებრივი გარემო უფრო მეტად გაუმჯობესდება და მას უფრო მიმზიდველად ვაქცევთ, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ასევე მისი სტუმრებისთვის“, - აღნიშნა GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics