|
2019-04-22 10:53:50, 1226 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბათუმის ღამის მარათონში ჩაერთო
ბათუმში ღამის მარათონი გაიმართა. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1 200-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო. გარბენში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიიღო მონაწილეობა. თავმჯდომარემ სპორტსმენებს და შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა. "ბათუმი, როგორც ევროპის სპორტის ქალაქი, დღეს კიდევ ერთ ძალიან საინტერესო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. საერთაშორისო ღამის მარათონი 'Great Batumi Night Race" ჩვენს ქალაქში უკვე მეორედ იმართება. ასპარეზობაში მსოფლიოს 35 ქვეყნიდან 1200 ადამიანი იღებს მონაწილეობას. ბათუმში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში მზად იყოს მასშტაბური და საინტერესო სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ღონისძიებამ სტარტი ბათუმის ბულვარიდან აიღო და ოთხი ტიპის გარბენს მოიცავს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება საქველმოქმედოა და მონაწილეებისგან შემოსული თანხა ბერი ანდრიას ფონდს „ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს" მოხმარდება.https://www.youtube.com/watch?v=jDJsW53t630&fbclid=IwAR1VAgf51nHSdGMZlMolLMI_iz3PVsPxECuqV8zlIQfJDKUNLrEjcv3LG9k
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)