13:49 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-21 17:31:26, 1757 ნახვა

სამართალი
ვახტანგ ჭარაია - სამწუხაროდ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შესაბამისად ვერ აცნობიერებს

„ენერგეტიკა ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მის გამართულ ფუნქციონირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით  ენერგოიმპორტიორი ქვეყნისათვის, რომელსაც ახლო მომავალში ამ მხრივ შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნას ადგილობრივ მოთხოვნასა და წარმოებას შირის დისბალანსის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო,“-ასე  ეხმიანება  ექსპერტი  ეკონომიკის  საკითხებში  ვახტან  ჭარაია  პანკისის  ხეობაში  მცირე  ჰესის-ხადორი-3  მშენებლონის  თემას.  

ექსპერტს  ამის  მაგალითად,  2018 წელს მოხმარებული ელექტროენერგია მოჰყავს, როდესაც მისი თქმით,  ენერგომოხმარების  20% იმპორტირებული იყო და მისი დინამიკა მზარდია.

„სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს შესაბამისად ვერ აცნობიერებს. სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ რომ ადგილობრივი მოსახლეობა უკვე არათუ დიდი, არამედ მცირე ჰესების მშენებლობასაც კი აპროტესტებს, რომელმაც ქვეყნის სტაბილურობა, ათეულობისთ მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციების მოზიდვა, ათეულობით და ასეულობით ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ბოლო-ბოლო უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება უნდა უზრუნველყოს სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეების საკეთილდღეოდ“,-აცხადებს ვახტანგ  ჭარაია. 

ამასთან, ექსპერტს  მიაჩნია,  რომ ფაქტია რომ ამ მიმართულებით მოსახლეობასთან მეტი მუშაობა და მეტი ინფორმირებაა საჭირო. სახელმწიფომ თავიდან უნდა აიცილოს თუნდაც იძულებითი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაც, რადგანაც ამან შესაძლოა უფრო მეტი დაუსაბუთებელი აგრესია გამოიწვიოს ისევ და ისევ ჰესების მიმართ, რაც საბოლოო მიზნის - ენერგოუსაფრთხოების მიღწევას შეუშლის ხელს და რისკის ქვეშ დააყენებს მთლიანად ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას. ფაქტია რომ ენერგოუსაფრთხოებას ალტერნატივა არ გააჩნია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფორმულა 1-ის ყოფილი მრბოლელი და სამგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი ალესანდრო ზანარდი გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრიდან მსახიობი ირაკლი ჩოლოყაშვილი და ეკა ნიჟარაძე გაუშვეს
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics