|
2015-06-25 16:01:38, 488 ნახვა
საზოგადოება
კაზრეთის საზოგადოებრივ ცენტრში ლეგალური მიგრაციის თემაზე შეხვედრა გაიმართა
დაბა კაზრეთის ახლადგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ლეგალური მიგრაციის თემაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მიგრაციით დაინტერესებულ მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები საზღვარგარეთ, დასაქმების შეთავაზების სანდოობა, სავიზო პროცედურები და უცხო ქვეყანაში ცხოვრების წესები, სწავლა საზღვარგარეთ და გაცვლითი პროგრამები, მუდმივი ბინადრობა და თავშესაფარი, მიგრანტების უფლებები და მოვალეობები, ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები და მათი პრევენცია. აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანი სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. მისი კონცეფცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)