12:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-19 16:43:29, 2178 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი - „Standard&Poors“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს

„Standard&Poor's"-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს განსაკუთრებით დასაფასებელია იმის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტები რეგიონში ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ და საქართველო ამ კონტექსტში ერთადერთ პოზიტიურ მაგალითად განიხილება.

„ჩემთვის პირადად არცერთ სარეიტინგო მიმართულებაში დაწინაურებას არაფერი მნიშვნელობა არ ექნება თუ ეს კონკრეტულ შედეგს არ მოიტანს. ეს ნამდვილად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რადგან ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციას, მეტ სამუშაო ადგილებს და უფრო იაფ ფულს და საკრედიტო რესურსს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში  ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები დადებით შეფასებას აძლევენ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor's" - მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -" - ის დონეზე დაადასტურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics