|
2019-04-19 11:31:35, 1779 ნახვა
კომენტარი
დავით ბაგრატიონი: არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და სამეფო სახლის სახელი გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს დავუტოვო
დავით ბაგრატიონ-მუხრანელი „საქართველოს სამეფო სახლის“ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ინტერვიუს აანონსებს. როგორც ის აცხადებს, მომდევნო დღეებში „ნათელს მოჰფენს იმ ადამიანების სიცრუეს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ“. მისივე თქმით, სხვა ქვეყანაში ცხოვრებას და სამეფო სახელის უმცროსი შტოსთვის დათმობას არ აპირებს. „მინდა სრული ნდობა გამოვუცხადო პოლიციას, გამოძიებას და ქართულ მართლმსაჯულებას, ნათელი მოვფინო იმ ადამიანების სიცრუის ქარხანას, რომელთაც მხოლოდ საკუთარი ეკონომიკური და პიარ ინტერესები ამოძრავებდათ ამ ამბავში და ბაგრატიონების დინასტიაზე, ბავშვებზე და საკუთარ თავებზეც კი არ უფიქრიათ. მათ წარმოშვეს ძალიან რთული და დიდი ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. მინდა ვთხოვო მედიას, რომ წინასწარ გადაამოწმონ ყველა ის ინფორმაცია, რასაც ისინი ავრცელებენ. მომდევნო დღეებში ჩავწერ ინტერვიუს ჟურნალისტებთან, რომელთაც გამოთქვეს ჩემთან ინტერვიუს ჩაწერის სურვილი. ერთხელ და სამუდამოდ მივმართავ უგუნურ ადამიანებს და ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ვიცხოვრებ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მე ასე ძალიან მიყვარს, სადაც მამაჩემი არის დაკრძალული და ჩემი ვაჟი იზრდება, სადაც არის ჩემი ოჯახი და მეგობრები. არ ვაპირებ ბაგრატიონთა დინასტია და საქართველოს სამეფო სახლის სახელი დავუტოვო გადაშენების პირას მყოფ უმცროს შტოს“, - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, ამჟამად, სასამართლოში დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის და ანა ბაგრატიონ მუხრანსკის თანაცხოვრებისას შეძენილი ქონების გასაყოფად მიმდინარეობს. იქამდე, დავით ბაგრატიონ მუხრანელს ანა ბაგრატიონ მუხრანსკი და მისი მამა ნუგზარი სამეფო სახელის უნებართვოდ გამოყენებას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ გრუზინსკების სარჩელის წარმოება შეწყვიტა.
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)