|
2019-04-18 16:17:06, 1469 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი ღამის ნახევარმარათონს მეორედ მასპინძლობს
20 აპრილს, ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარმარათონს „Great Batumi Night Race” მეორედ უმასპინძლებს. მარათონის მნიშვნელობაზე, მარშრუტსა და მონაწილეებზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრეს, რომელშიც მონაწილეობას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში და მარათონის ორგანიზატორები ღებულობდნენ. „ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის მასშტაბური ღონისძიებები ცნობადობის გაზრდისა და ბათუმის, როგორც სპორტული ქალაქის იმიჯის ჩამოყალიბების მიმართულებით. წელს, მიენიჭა კიდეც ბათუმს ევროპის სპოსტული ქალაქის სტატუსი და მსგავსი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები განსაკუთრებით ხელს უწყობს მის პოპულარიზაციას. მარათონის ფარგლებში ჩვენი ქალაქი 2020 წელს უკვე უმაპისნძლებს საერთაშორისო კონგრესსაც, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან 400-მდე დელეგატი დაესწრება. ეს იქნება საქმიანი ტურიზმისა და სპორტული ტურიზმის განვითარების კიდევ ერთი ხელშემწყობი ღონისძიება, რომელიც კერძო სექტორის, კონკრეტულად კი სასტუმრო კოლიზეუმის მენეჯმენტის ორგანიზებითა და მთავრობის მხარდაჭერით იმართება”, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ბათუმის ღამის მარათონს წელს 40-მდე ქვეყნის ცნობილი მორბენალი და მსოფლიო დონის სპორტსმენი ეწვევა, მათ შორის გერმანიიდან, ესპანეთიდან, ინგლისიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. ნახევარმარათონი (21,1 კმ) სტარტს სასტუმრო კოლიზეუმ მარინასთან შაბათს, 19:30 წუთზე აიღებს. მხიარული გარბენი (10 კმ) კი 19:10 წუთზე. გარდა ამისა, ჩატარდება ორი ბავშვთა გარბენი. მარათონისთვის საღამოს 6 საათის შემდეგ ეტაპოპრივად გადაიკეტება ყველა ის ქუჩა, სადაც ნახევარმარათონის სარბენი მარშრუტი გადის. ბათუმის ნახევარმარათონის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ შავი ზღვის სანაპიროს, აჭარის მთებისა და ძველი ბათუმის ულამაზესი ხედები. გარბენის მარშრუტები მთლიანად გაივლის ქალაქის ყველა ტურისტულად მიმზიდველ ადგილს. ყოველ 5 კილომეტრში განთავსდება ძალის აღსადგენი ადგილები. სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომი იქნება მარშრუტსა და START-FINISH-თან. ნახევარმარათონის გამარჯვებულებს სოლიდური ჯილდო ელით. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 2000-2000 ევრო, მეორე ადგილზე 1500 ევრო, მესამე ადგილზე გასულს კი 1000 ევრო. გარდა ამისა, იქნება სპონსორების მიერ დაწესებული პრიზები. მნიშვნელოვანია, რომ ღამის ბათუმის გარბენი მხარს უჭერს ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის პროექტს - ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ სახლს! ბათუმის ღამის ნახევარმარათონი ტრადიციული ღონისძიებაა. ის ბათუმში პირველად გასულ წელს ჩატარდა. ნახევარმარათონის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია საიტზე batumi-marathon.com.
(NS)
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)