2019-04-18 09:05:15, 1577 ნახვა
საზოგადოება
ია კერზაიას შვილი დღეს პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად მივა
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია დღეს პროკურატურაში მივა და დედამისის გარდაცვალების თაობაზე საქმის მასალებს გაეცნობა.
შენგელიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ საქმეში შესაბამისი სტატუსი არ აქვს, საქმის მასალების გაცნობის თაობაზე შეთავაზება თავად გენერალური პროკურატურისგან მიიღო.
„მთავრობას ვაკისრებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს. ვინაიდან მთავრობის მეთაურმა არც განათლების მინისტრის და არც ერთი პირი, რომელიც ჩართულია ამ საქმეში დროებითაც არ გადააყენა თანამდებობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ საქმის მასალებს, ვნახოთ თუ რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მთავარი მიზანი არის დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა“, -განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან