13:34 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 19:08:41, 1703 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: მადლობა ქართველებს ინეგოლიდან, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას და ტრადიციებს

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ინეგოლის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ბათუმს პროექტის  „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" ფარგლებში სტუმრობენ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში გადასახლებულ ქართველთა ნაწილი საქართველოში პირველად ჩამოვიდა. პროექტის მიზანია, ქართულ საზოგადოებას გააცნოს ინეგოლში მცხოვრები ჩვენებურების მიერ 150 წლის განმავლობაში უცვლელად შემონახული უნიკალური კულტურა.

თორნიკე რიჟვაძემ თურქეთში მცხოვრები ქართველების და მათ მიერ ქართული ტრადიციების შესახებ ისაუბრა. ,,ქართველები ინეგოლში აჭარიდან XIX საუკუნეში  გადასახლდნენ და მიუხედავად ამისა, დღემდე ინარჩუნებენ ქართულ ენას და ტრადიციებს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალ თაობებშიც გაგრძელდეს ქართული ენისა და კულტურის სიყვარული" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პროექტის ფარგლებში ინეგოლიდან ჩამოსული 40-მდე ქართველი კონცერტს ბათუმის დრამატულ თეატრში გამართავს.

2018 წელს, კონსერვატორიისა და ფონდ „ქართული გალობის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქალაქ ინეგოლში შეიქმნა ახალგაზრდების, ხოლო ინეგოლის სოფელ ჰაირიეში – სხვადასხვა ასაკის ადგილობრივი მომღერლებისგან დაკომპლექტებული გუნდები, რომელთა ნაწილიც ძველი მომღერლების შთამომავლები არიან. პროექტი ითვალისწინებდა 1960-იან წლებში ჩაწერილი მივიწყებული სიმღერებისა აღდგენას.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics