12:57 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 15:18:01, 2286 ნახვა

ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე OECD - ის ორგანიზებული „მწვანე სამოქმედო პროგრამის“ განხორციელების ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

18-19 აპრილს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ინიციატივით მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროს ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ეკატერინე მიქაბაძე მწვანე სამოქმედო პროგრამის განხორციელების მიზნობრივი ჯგუფის ბიუროში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარედ იქნა არჩეული.

წლევანდელ შეხვედრაზე განიხილება აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში პროგრამის ფარგლებში „Green action Task Force"-ის 2019-2020 წლების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებები, პროგრამის "EU4Environment" ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში, აგრეთვე მდგრად ინფრასტრუქტურასა და წიაღთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობასა და კონტრიბუციას მიზნობრივი ჯგუფის საქმიანობაში. ამასთანავე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენენ ბიუროს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს OECD, და პარტნიორი ორგანიზაციები.      

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics