|
2015-06-25 12:12:35, 545 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი სვანეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯონ მაკკისიკი ჭუბერსა და ხაიშში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი ადგილზე გაეცნენ დევნილი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მოკვლეული და შესწავლილი იქნა 34 დევნილი ოჯახი. ამასთან, უწყების ინფორმაციით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა სოციალურად დაუცველ დევნილ ოჯახებს ერთჯერადი ფულადი დახმარება და საოჯახო ინვენტარი გადასცა. გარდა ამისა, სამინისტრო ერთჯერად ფულად დახმარებას გაუწევს დევნილებს, რომლებსაც გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროებათ“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)