|
2019-04-17 14:07:50, 1580 ნახვა
პოლიტიკა
მიქაუტაძე: არ დავეთანხმები კობახიძეს, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამოიღონ
არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ კანონპროექტიდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხის ამოღება მოხდება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აქვს ძალიან ცოტა რესურსი, იმისთვის, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესაძლებლობები შეაფასოს. „არ დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება ამოღებული. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მექანიზმი, გასაუბრება, რომელიც ნახევარი საათი გრძელდება და მოგვიწევს შევაფასოთ კანდიდატის კვალიფიკაცია ნახევარ საათში, რაც ვფიქრობ არარეალურია. დასაბუთებას ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურდეს ადამიანს და არ სურდეს საკვალიფიკაციო გამოცდა. თუ კანონი ძალაში შევა და გამოცდები გაუქმდება, დავემორჩილებით კანონს. ვიღებ იმ ძალინ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც გვეკისრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის პროცესში. ზუსტად ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გვქონდეს დამატებითი ინსტრუმენტი საკვალიფიკაციო გამოცდის სახით, რომ კანდიდატის კომპეტენცია შევაფასოთ“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)