|
2019-04-17 13:41:05, 2050 ნახვა
კომენტარი
კვიპროსის პრეზიდენტი: ქართველებს კვიპროსის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ
კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის განცხადებით, კვიპროსზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვთ. მისივე თქმით, კვიპროსში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასაც უწყობენ ხელს. „ქართველები კვიპროსზე მე-10 საუკუნიდან ფიქსირდებიან. მათ ააგეს მონასტერი პაფოსში. 1571 წელს მონასტერი უცხოელთა დარბევის შემდეგ დაცარიელდა. მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყნებს შორის შედგა მოლაპარაკებები და არქეოლოგიური გათხრები გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ამ მონასტრის ნანგრევები“, - აღნიშნა ანასტასიადისმა. ანასტასიადისმა განაცხადა, ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების აღსანიშნავად, კვიპროსმა ქართულ მხარეს მიწის ნაკვეთი გადასცა, რათა იქ ახალი მონასტერი აშენდეს. გარდა ამისა, მისივე თქმით, კვიპროსი საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. ამასთან, მან საქართველოს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. "მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, რომელმაც მომცა შესაძლებლობა, კვიპროსის პრეზიდენტს, პირველად ვწვეოდი საქართველოს. თავს ვგრძნობთ როგორც საკუთარ სახლში. ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი ურთიერთობის ისტორია აქვთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები კულტურულ და რელიგიურ სარწმუნოებრივ ურთიერთობებზეა დამყარებული. ჩვენი მიზანი ერთადერთია, რაც შეიძლება მეტად დავახლოვდეთ, რაც შეიძლება მეტად გავაღრმავოთ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. ჩემი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში მართლაც შეიძლება ისტორიულად ჩაითვალოს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების, ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების საწყისი შეიძლება იყოს. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ხვალინდელი ბიზნესფორუმი, გააძლიერებს თანამშრომლობას როგორც ეკონომიკურ ასევე საინვესტიციო სფეროში", - განაცხადა ნიკოს ანასტასიადისმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)