|
2019-04-17 13:27:48, 1750 ნახვა
კომენტარი
„კვიპროსის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ვართ 2 სტაბილური ქვეყანა, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს“
„კვიპროსის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს ეხება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, კვიპროსი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კვიპროსი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაშიც არის ჩართული. „ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ ვართ ორი სტაბილური ქვეყანა, თავისი სერიოზული პრობლემით, რომელიც ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კონფლიქტს. ჩვენ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვიაროთ ამ პრობლემის გადაწყვეტისკენ. ეს არის ასევე ერთობლივი გამოცდილება ორი პატარა ქვეყნისთვის, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დამოუკიდებლობა გაამყარონ. მინდა, ასევე, მადლობა მოვახსენო კვიპროსის პრეზიდენტს იმისთვის, რომ კვიპროსი მონაწილეობას იღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენს საოკუპაციო ხაზზე. კვიპროსს სამი წარმომადგენელი ჰყავს ამ მისიაში და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ჩემთვის. ეს გამოხატავს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტისა და სახელმწიფო დამოუკიდებლობისადმი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)