|
2019-04-17 12:32:32, 1149 ნახვა
პოლიტიკა
„ოცნების" ყოფილი დეპუტატები უმრავლესობას მოსამართლეებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ
საპარლამენტო უმრავლესობოს ყოფილი დეპუტატები "ქართული ოცნების" წევრებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ. შესაბამისი ბრიფინგი დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ გამართეს. "მმართველ პარტიას გამოსავალს ვთავაზობთ, რომ ჩააგდონ ირაკლი კობახიძის კანონპროექტი. ეს კანონპროექტი პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება იქნება წასვლა ყველას წინააღმდეგ, ეს კანონპროექტი უნდა ჩავარდეს. ჩვენი კანონპროექტი, რომელიც ამ კვირაში უნდა წარდგეს სესიაზე, ითვალისწინებს ყველა იმ პრინციპს, რასაც ვენეციის კომისია რეკომენდაციის სახით იძლევა. კონსენსუსისთვის მზად ვართ გარკვეული კორექტირება შევიტანოთ თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ მან მიიღოს 76 დეპუტატის ხმა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ. ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)