17:26 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-17 11:57:07, 1177 ნახვა

პოლიტიკა
ჯანეზაშვილი: ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ პარლამენტსა და იუსტიციის საბჭოს შორის არის არაფორმალური შეთანხმება

ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გარკვეული არაფორმალური შეთანხმება, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძის, დიპლომატიურ კორპუსთან, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

ჯანეზაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, კომისიის ის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო.

„მივესალმები ამ რეკომენდაციას, რომ სწორედ მრავალფეროვნებას უჭერს მხარს ვენეციის კომისია. როგორც ჩანს, ვენეციის კომისიას გაუჩნდა ეჭვები, რომ საქართველოს პარლამენტში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის გარკვეული, ასე ვთქვათ, არაფორმალური შეთანხმება, თუნდაც ის სიის წარმოდგენა და შემდეგ გარკვეული განვითარებული პროცესების სწორედ ამაზე მეტყველებს და არც ნდობას არ უცხადებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და როგორც ჩანს არც პარლამენტს, რადგან თქვა, რომ ამ პარლამენტმა სრულად არ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო“, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics