|
2019-04-17 09:32:43, 1128 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: დიმიტრი ხუნდაძისგან პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და მუქარა შემაშფოთებელია
ცინიკური და შემაშფოთებელი დღეს დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან ცივილიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და თან მუქარა“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობის წევრ, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ტელევიზიებით გაჟღერებულ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბოკერიამ განაცხადა, მისთვის ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია უცენზურო და აგრესიული ლექსიკა პოლიტიკურ დისკუსიაში, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. „დღეს „ქართული ოცნების“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელევიზიებით სიძულვილის ენისა და ბილწისტყვაობის გავრცელების შესახებ ისაუბრა და დაიმუქრა კიდევ - სადმე სახიფათოდ არ გაწყდესო. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია უცენზურო და აგრესიული ლექსიკა პოლიტიკურ დისკუსიაში, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ამას გარდა, ასეთი მეთოდებით ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა პრაგმატულადაც წამგებიანად მიმაჩნია. თუმცა დღეს პოლიტიკურ დისკუსიაში არსებული სიძულვილის კლიმატი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედებაა და წლებია „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ არ დაეთანხმებათ. სიძულვილისა და აგრესიის გავრცელება ხდება ყველგან, სადაც ხელისუფლებას ხელი მიუწვდება, იქნება ეს მათი მხარდამჭერი ტელევიზიები, პროპაგანდისტული გვერდები სოციალურ მედიაში თუ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სპიკერები თავად ივანიშვილის ჩათვლით. რაც მთავარია, სიძულვილის და ძალადობის პროპაგანდასთან ერთად, ივანიშვილის პოლიტიკის საკვანძო და ყველაზე ბინძური ნაწილი ოპონენტების წინააღმდეგ დაუსჯელი ფიზიკური ძალადობა და პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი. ამიტომაა განსაკუთრებით ცინიკური და შემაშფოთებელი დღეს დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან ცივილიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და თან მუქარა, როდესაც მთელი პასუხისმგებლობა არსებულ გარემოზე სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ეკისრება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)