|
2019-04-16 17:12:09, 2076 ნახვა
კომენტარი
კახიძე: ველოდები „ოცნებისგან“, როგორ გახდება ვენეციის კომისია ოპოზიციურად განწყობილი და შეცდომაში შეყვანილი
"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევას უკავშირდება, დადებითად აფასებს. კახიძე მიიჩნევს, რომ კომისიის რეკომენდაციებმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი "ქართულ ოცნებას" "თავზე გადაახიეს". "ახლა უკვე გასაგებია, რატომ ჩაატარა იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენა ვენეციის კომისიის დასკვნამდე. ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას უთხრა, რომ: 1. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს საზოგადოების ნდობა და საქართველოს მოქმედმა პარლამენტმა არ უნდა დააკომპლექტოს სრულად უზენაესი სასამართლო. შესაბამისად, მოსამართლეთა მინიმუმ ნახევარი შემდეგმა პარლამენტმა უნდა გაანწესოს უზენაეს სასამართლოში; 2. საბჭომ სია კი არ უნდა გადმოუგდოს პარლამენტს კულუარული შეთანხმების საფუძველზე და ფარული კენჭისყრით, არამედ ქულებით უნდა შეაფასონ კანდიდატები და წარდგენის გადაწყვეტილება დაასაბუთონ; 3. საბჭოს მიერ ჩატარებული დისკრედიტირებული საკვალიფიკაციო გამოცდა არ უნდა იყოს კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი კრიტერიუმი; 4. საბჭოს წევრები, რომლებსაც თან მოსამართლეობა უნდათ, არ უნდა მონაწილეობდნენ კანდიდატთა შერჩევის პროცესში ინტერესთა კონფლიქტის გამო. ამას ქვია კანონპროექტის თავზე გადახევა. ახლა ველოდები "ქართული ოცნებისგან", როგორ გახდება ვენეციის კომისია პოლიტიკურად მოტივირებული, ოპოზიციურად განწყობილი, ძირის გამომთხრელი და შეცდომაში შეყვანილი", - წერს კახიძე Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)