04:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 17:08:35, 1407 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ მოქალაქეთა მიღება წყალსაყარში გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მოქალაქეთა მიღება ახალი ფორმატით, როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიწყო.

ფრიდონ ფუტკარაძემ პირველი შეხვედრა დღეს, წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა, სოფელ ჟანივრის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეები მიიღო და მათი პრობლემები მოისმინა.

პრიორიტეტულ საკითხთა შორის გამოიკვეთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა, ფერდსამაგრი ღონისძიებების განხორციელება და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხები.

რიგი საკითხები შეხვედრის მსვლელობის დროს გადაწყდა, რიგ საკითხებთან დაკავშირებით შუახევის მერი ადგილობრივებს პრობლემების გადაჭრას ეტაპობრივად დაპირდა.

„ყველა ის პროექტი რომელიც დღეს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მოსახლეობის საჭიროებისამებრ, პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის ხორციელდება. დიდია ჩემი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. რადგან ზოგიერთი ვერ ახერხებს მერიაში მოსვლას, გადავწყვიტე, ადგილებზე, სოფლებში შევხვდე მოქალაქეებს და მათგან მოვისმინო ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ. ასეთი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად და მყისიერად გადაწყვეტას. ამიტომ ეტაპობრივად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართავ მოქალაქეთა მიღებას“ - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

 მერთან ერთად წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრი ფატი ჭაღალიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics