04:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 17:06:50, 1438 ნახვა

რეგიონი
ბათუმში კონცერტი „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“ ჩატარდება

17 აპრილს, ბათუმში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდის „ქართული გალობა“ ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

საღამოზე, რომლის სახელწოდებაცაა „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“  წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. ღონისძიებაზე ასევე, იგეგმება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „ბერმუხა“ და „ელესა“. ბათუმამდე აღნიშნული კონცერტი 15 აპრილს, თბილისში, რუსთაველის სახელმწიფო თეატრში  ჩატარდა.

ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც. რთული პოლიტიკური ვითარების გამო მე-20 საუკუნის ბოლომდე ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 1960-იან წლებში გოლდის მიერ ჩაწერილი და დღემდე შემონახული სიმღერები და ცეკვები, რომელიც კონცერტზე იქნება წარმოდგენილი, მინიმუმ 150 წლის ხნოვანებისაა.

პროექტის მიზანია ქართულ საზოგადოებას გააცნოს თურქეთში მცხოვრები ჩვენებურების მიერ საუკუნენახევრის მანძილზე დიდი სიყვარულით შემონახული უნიკალური სასიმღერო და საცეკვაო კულტურა.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics