13:00 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 16:33:12, 2571 ნახვა

სამართალი
იუსტიციის სახლში საზღვარგარეთ წასვლის მსურველმა 800-მდე მოქალაქემ საერთაშორისო სიმ ბარათი ადგილზე მიიღო

იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს კომფორტისთვის მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს.

იუსტიციის სახლის 22 ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე  ერთ სივრცეში მიიღოს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, იქვე დააზღვიოს სამგზავრო დოკუმენტი, მიიღოს სამოგზაურო დაზღვევა და აიღოს საერთაშორისო სიმ ბარათი, რომელიც მას 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოადგება.

სიმ ბარათის სერვისით უკვე 783-მა მომხმარებელმა ისარგებლა. 

ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი - „გლობალსელი" აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.

მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: დაფარვის ზონა - 200-ზე მეტი ქვეყანა; უფასო შემომავალი ზარები - 150-მდე ქვეყანა; გამავალი ზარი - 0.09 დოლარიდან; უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; მობილური ინტერნეტი - 140-მდე ქვეყანა; GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; მუდმივი ნომერი; არანაირი სააბონენტო გადასახადი.

საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics