17:25 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-16 11:38:35, 1404 ნახვა

პოლიტიკა
მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, პარლამენტი დღეს მიიღებს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დასკვნას, პარლამენტი დღეს მიიღებს.

 მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განიხილა, დეპუტატები აცხადებენ, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებენ და პროექტშიც ასახავენ.

„წარმოუდგენელია რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა იყოს ვენეციის კომისიისგან, იმდენად პატიოსნად, იმდენად იურიდიულ ლოგიკაში ჩასმული ნორმები შეიქმნა მმართველი გუნდის მხრიდან. კომიტეტზე, როდესაც მიდის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით მსჯელობა, აქ მაინცდამაინც სერიოზული არგუმენტები არ არსებობს და უცებ გადადიან მესიჯბოქსზე, რომელიც რამდენიმე თვეა უკვე შექმნეს.  სამწუხაროდ არასამთავრობო სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი, ჩვენი ოპონენტები საერთო მესიჯბოქსით საუბრობენ, ახსენებენ კლანს და საზოგადოება არის დაბნეული“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics