2019-04-15 15:49:18, 1812 ნახვა
საზოგადოება
16 აპრილიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში ამინდის პირობების გაუარესებაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ წვიმას, ზოგად ძლიერს, შესაძლებელია სეტყვაც, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს.
უწყების ცნობით, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი, 3-4-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.
"საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან