16:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 12:24:13, 1925 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია ანრი ოხანაშვილს: არ გემორჩილებით, ამბოხებას აქვს ადგილი

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ისევ ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციის წარწმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებდნენ, რომ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტის გახილვა მეორე მოსმნით არ მომხდარიყო.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა განხილვის შესახებ საკითხი კენჭისყრაზე გაეტანა. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მოსამართლეების კანონპროექტის განხილვა დღეს მოხდება. ამასთან, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც კომიტეტს ესწრებიან, სხდომის გადადებას ითხოვდნენ. 

"ევროოპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხითან დაკავშირებით დაგეგმილი კენჭისყრა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩატარებულიყო. ბოკერიას გამოსვლას დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიას შეძახილებისგან თავის შეკავებისა და მიკროფონის გათიშვისკენ მოუწოდა.

„რა შეძახილები. ცოტა თავი გააკონტროლეთ, გააცნობიერეთ, სად იმყოფებით. გათიშეთ მიკროფონი,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა, რაზეც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა უარით უპასუხა.

„არ გემორჩილებით. ამბოხებას აქვს ადგილი“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ანრი ოხანაშვილს.

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics