17:54 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 09:26:14, 391 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად მაიკლ ობოილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებში და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ო'ბოილი  დაინიშნა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მაიკლ ო'ბოილს აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება (1990-2015). იგი ამ დრომდე იკავებდა სასამართლოს რეგისტრატორის პირველი მოადგილის თანამდებობას. 1973-77 წლებში ასწავლიდა საჯარო სამართალს ქუინსის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.  იგი არის არაერთი სტატიის ავტორი და მრავალი გამოცემის თანაავტორი. 2015 წლის ივლისში ქუინსის უნივერსიტეტი აპირებს მაიკლ ო'ბოილს მიანიჭოს საპატიო დოქტორის (LLD) წოდება საჯარო სამსახურში შეტანილი წვლილისთვის.

მიმდინარე კვირის განმავლობაში მაიკლ ო'ბოილი შეხვედრებს მართავს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრთან, მთავარ პროკურორთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრის თანაშემწესთან ადამიანის უფლებებში და გენდერული თანასწორობის საკითხებში, საქართველოში ევროპის საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან საქართველოში,  სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრების მიზანია საქართველოში მიმდინარე ინსტიტუციური რეფორმების შესახებ (პროკურატურის რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა) მეტი ინფორმაციის მიღება.

ეს მაიკლ ო'ბოილისთვის საქართველოს მთავრობის სპეციალური მრჩევლის რანგში პირველი ვიზიტია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics