23:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-15 11:09:01, 1289 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.  

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ეზოსა და ფოიეში რამდენიმე გამოფენა იყო მოწყობილი.  კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრთან და მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი გამოფენა - „საქართველოსა  და  ქართული  ენის  დამცველი“ დაათვალიერა. 

გამოფენაზე წარმოდგენილია იაკობ გოგებაშვილის წერილები და მიმოწერა. ბავშვთა ანსამბლმა „მძლევარი“ კი სტუმრებისთვის „ჩემო კარგო ქვეყანა“ და „მრავალჟამიერი“ შეასრულა.  

ამასთან, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ბაღში ნიაზ დიასამიძის და ჯგუფ "33ა"-ს კონცერტი გაიმართება. დღის ბოლოს კი თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის საკრებულოს შენობაზე მოეწყობა 3D ინსტალაცია - „ქართული  ხელნაწერები“, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცულ უნიკალური კოლექციას წარმოადგენს.

ღონისძიებების ორგანიზატორები არიან  დედაქალაქის მერია, თბილისის საკრებულო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და სახელმწიფო ენის დეპარტამენტი.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics