00:01 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-13 12:50:37, 2233 ნახვა

ეკონომიკა
გულბანი: S&P-ის რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შედეგია

გავლენიანმა საერთაშორისო კომპანია "S&P“-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებით, რეიტინგი კი BB- დონეზე დაადასტურა.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, სტაბილურ და პოზიტიურ პერსპექტივებს შორის სხვაობა ნამდვილად არის.

"პერსპექტივის გაუმჯობესება პოზიტიურის მიმართულებით ინვესტორისთვის დადებითი სიგნალია. ცხადია ეს ცვლილება დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე დადებით ეკონომიკურ პროცესებთან. კერძოდ ანგარიშში აქცენტირებულად არის აღნიშნული ფისკალური და მონეტარული სტაბილურობისთვის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. მაგალითად ის, რომ ფისკალური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას, და სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით სტაბილურ დონეზეა. აგრეთვე ფისკალური ბალანსი კაპიტალური ხარჯების გამოკლებით პოზიტიურია", - განაცხადა გულბანმა. 

"S&P“ - ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მცურავი გაცვლითი კურსისადმი ერთგულება და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ხელს უწყობს მონეტარული პოლიტიკის მოქნილობას. ამასთან, მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს საგრეო შოკების განეიტრალებას და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას, რაც დაადასტურა კიდეც 2014-16 წლებში გლობალური შოკების ზეგავლენამ, როცა საქართველოს ეკონომიკის მთავარი სისუსტე იყო არა თავისუფლად მცურავი სავალუტო კურსი, არამედ მაღალი დოლარიზაციის მაჩვენებელი, ასევე მიმდინარე ანგარიშის მაღალი დეფიციტი.

"S&P“ - ის თანახმად, ორივე აღნიშნულ მიმართულებაში პროგრესი სახეზეა. შოთა გულბანის განცხადებით, აღსანიშნავია ეროვნული ბანკის პრუდენციული პოლიტიკა, საფინანსო სექტორში სისტემური რისკების პრევენციის თვალსაზრისით და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისება, რაც ასევე გახდა საფუძველი ანგარიშში საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებისა პოზიტიურის მიმართულებით. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics