|
2019-04-12 19:02:40, 1892 ნახვა
კომენტარი
ნაცვლიშვილი: შავგულიძემ, რომელმაც დებატებზე უარი განაცხადა, თავად გასცა პასუხი ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს
შალვა შავგულიძემ, რომელმაც დღეს დებატებზე უარი განაცხადა თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს, - ეს განცხადება პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველმა დღეს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. გირგვლიანის საქმის შესახებ საუბრისას ლაშა ნაცვლიშვილმა გაიხსენა გირგვლიანის საწინააღმდეგო შესწორებებზე კენჭისყრის შედეგები და ჩამოთვალა გვარები, მათ შორის ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე და კიდევ არაერთი ის ადამიანი, ვისთან ერთადაც შალვა შავგულიძე კენჭს იყრის მთაწმინდაზე. "მე თქვენ დაგიტოვებთ იმ კენჭისყრის შედეგებს, რომელიც არის გირგვლიანის შესწორებებზე, ოღონდ არა იმ შესწორებებზე, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო იმისთვის, რომ დაზღვეული იყოს საზოგადოება ასეთი ტიპის დანაშაულისგან, იმ გირგვლიანის წინააღმდეგ შესწორებებს, რომელიც დაჩქარებული წესით მიიღეს, პატიმრობის კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, როგორ შეაწყალებინეს პრეზიდენტს სამხედრო მოსამსახურეები. წავიკითხავ მათ გვარებს, ნიკა გვარამია, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, ხათუნა გოგორიშვილი, დავით კირკიტაძე, პავლე კუბლაშვილი, მეგი გოცირიძე. ძალიან გთხოვთ ეს ფაქტი შეახსენოთ შალვა შავგულიძეს, რომელმაც დღეს დებატებზე უარი განაცხადა და კითხოთ რა არის პასუხი კითხვაზე რასაც აკეთებდა ან არ აკეთებდა. ამ კითხვაზე პასუხი არის ამ ხალხთან ერთად კენჭისყრა. მან თავად გასცა პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გამოთქმულ საჩოთირო ვარაუდს”,- განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)