2019-04-12 14:12:13, 1632 ნახვა
საზოგადოება
TI-ის კვლევა - 31% ფიქრობს, რომ საჯარო სამსახურში მოსახვედრად ნაცნობობაა საჭირო
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კორუფციის შესახებ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% საჯარო სამსახურში დასაქმებისთვის მთავარ პირობად ნაცნობობას ასახელებს.
ამავე კვლევის მიხედვით, საჯარო სამსახურში მოხვედრის მთავარ ფაქტორად განათლებას 28% ასახელებს, 19%-ის აზრით ეს პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილებაა, 5% კი, მიიჩნევს, რომ მთავარი ნიჭი და შრომისმოყვარეობაა.
ცნობისთვის, საზოგადოებრივი აზრის კვლევა „კორუფცია და ანტიკორუფციული პოლიტიკა“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა" (CRRC) 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცდომილების ზღვარი +- 2.3 პროცენტის ფარგლებშია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,