20:52 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-11 12:24:55, 1240 ნახვა

საზოგადოება
დუბლინში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს  ორგანიზებით, დუბლინში  ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: მასტერკლასი და პრეზენტაცია, რომელსაც ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ღვინის იმპორტიორები, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები და სომელიეები დაესწრნენ, ხოლო საღამოს გაიმართა მიღება, რომელსაც  ირლანდიის მთავრობის, პარლამენტის, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა  და ქართული  მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიან უწყვეტი ისტორიის,   ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებისა და ქვევრის ღვინის უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გიორგი თევზაძე უძღვებოდა.  ქართულმა ღვინომ ირლანდიელების დიდი მოწონება  დაიმსახურა. მიღების მსვლელობისას ნაჩვენები იყო სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო". პარალელურად, გავრცელდა საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალა და სუვენირები.

 ღვინის პროფესიონალების აზრით, ქართული ღვინის მორიგი სადეგუსტაციო ღონისძიება დუბლინში  სასურველ შედეგს მოიტანს და გაიზრდება ინტერესი ქართული ღვინისადმი, იმ ფონზე, როდესაც საქართველო-ირლანდიას შორის გაღრმავდა ბიზნეს კონტაქტები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics