|
2019-04-10 18:33:33, 2253 ნახვა
კომენტარი
ევროსაბჭოს წევრი ბახტაძეს: შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ ია კერზაიას საქმე ნამდვილად ბოლომდე იქნება მიყვანილი?
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საბჭოს წევრებმა ჰკითხეს, შეუძლია თუ არა დადოს პირობა, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმე გამოძიებული იქნება. გარდა ამისა, ევროსაბჭოს წევრებმა პრემიერს გაახსენეს 11 ევროდეპუტატის წერილი, რომლებიც ასევე საქმის გამოძიებას ითხოვდნენ. „შეგიძლიათ დაგვპირდეთ, რომ ეს ტრაგიკული საქმე ნამდვილად იქნება ბოლომდე მიყვანილი?“,-მიმართეს მამუკა ბახტაძეს. თავის მხრივ პრემიერმა განმარტა, რომ რომ კერზაიას საქმე მართლაც ტრაგიკულია, თუმცა ამ ტრაგედიას გარკვეული ჯგუფები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. „რა თქმა უნდა, ეს იყო ადამიანური ტრაგედია და მინდა მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია იყენებს ამ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება ყველა შეკითხვას პასუხს გასცემს“,-განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)