2019-04-10 18:06:28, 2269 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
საფრაგეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვრის არჩილ დავრიშაშვილის ქალიშვილი ბარბარა დავრიშაშვილი გარდაიცვალა.
საელჩო საძიმარს უცხადებს დაღუპული გოგონას ოჯახს
„საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მთელი შემადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოხატავს პარიზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვრის მამა არჩილის ქალიშვილის, ბარბარა დავრიშაშვილის გარდაცვალების გამო. უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ და თანადგომას ვუცხადებთ ბარბარას ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან