|
2019-04-10 16:47:02, 2394 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრის კითხვაზე - ვალების განულებას ამომრჩევლის მოსყიდვასთან კავშირი არ აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქისთვის სესხის დაფარვას ამომრჩევლის მოსყიდვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ პრემიერმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საბჭოს წევრის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა არის თუ არა კავშირი სესხების განულებასა და არჩევნებს შორის. „600 ათასი ჩვენი მოქალაქე შავ სიაში იყო, მათ არანირი შანსი არ ჰქონდათ ქვეყანაში ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიეღოთ. არჩევნების წინ, როგორც პრემიერმა წამოვაყენე ეს ინიციატივა 2018 წლის აგვისტოში, განვაცხადეთ, რომ ვაპირებდით ამ პროგრამის განხორციელებას. ეს რისკის წინაშე აყენებდა ქვეყნის ეკონომიკას. თუ შევხედავთ ბოლო რეიტინგებს საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებმა საქართველო დააწინაურეს და მთავრი არგუმენტი იყო,რომ ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ვალების ჩამოწერის პროგრამას არჩევნებთან კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)