14:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 15:49:27, 1591 ნახვა

პოლიტიკა
იონათამიშვილი: საკმარისია ივანიშვილის ერთი გამოჩენა, რომ ოპონენტები, მაშინვე პანიკაში ვარდებიან

ეს ხდება იმიტომ, რომ მთავარი განსხვავება, რაც ჩვენს შორის არსებობს, არის - ჩვენ ვფიქრობთ ქვეყანაზე, პროგრესზე, ხოლო ისინი - ხელისუფლებაში მოსვლაზე. ამიტომ არ მიკვირს და ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი საუბრობს საქმეზე, ხოლო ოპონენტები - ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე.

გუშინ ჩვენ ვნახეთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური და საზოგადოებრივი ლიდერის ინტერვიუ, რომელმაც ზუსტად იცის რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ უნდა უზრუნველვყოთ უკეთესი ხვალინდელი დღე. ბიძინა ივანიშვილი შეეხო ყველა აქტუალურ საკითხს და დასმულ კითხვებზე ანალიზზე დაფუძნებული, არგუმენტირებული და გულწრფელი პასუხები გასცა.

 ვფიქრობ, რომ თუ ვინმეს ქონდა დარჩენილი კითხვის ნიშნები ანაკლიის პორტის პროექტის, გუნდიდან წასული ადამიანების, მართლმსაჯულების რეფორმის, ან ქვეყანაში მიმდინარე  სხვა პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი პროცესების ირგვლივ, ერთხელ და სამუდამოდ გაეცა ამომწურავი პასუხი.

ახლა მთავარია, რომ ჩვენ ნაკლები დრო დავუთმოთ ოპონენტებთან პოლემიკას და მეტი ენერგია მოვახმაროთ საქმის კეთებას, რადგან ოპონენტების დღის წესრიგი მხოლოდ ერთი შინაარსით გამოირჩევა - როგორი კეთილშობილები არიან თვითონ და რა ცუდები არიან ყველა სხვა დანარჩენნი; ჩვენი მთავარი ამოცანა კი  სოციალურ პრობლემებთან ბრძოლა, ეროვნული უსაფრთხოება, სამართლიანობის განმტკიცება და  ევროინტეგრაციაა.

 

  

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics