22:06 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-10 15:41:50, 2231 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე: ლანძღვა არგუმენტების ნაცვლად - ეს არის ჩვენი ოპოზიციის რეალური გეგმაც და სლოგანიც

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიის ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება. 

"იმის ნაცვლად, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მოყვნილი სხვადასხვა საკითხები არგუმენტებით გააკრიტიკონ, ვხედავთ მათ საერთო ტრენდს - ეს არის ლანძღვა, შეურაცხყოფა და ამით ცდილობენ გადაფარონ რეალობა და შესაბამისი არგუმენტები.  ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ დღეს მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა და შეიმუშავეს საერთო მესიჯბოქსი, სადაც არ გამოკვეთილა არც ერთი რეალური არგუმენტი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის ინტერვიუში მოყვანილი საკითხების საწინააღმდეგოდ. როდესაც ადამიანი ლაპარაკობს სიმართლეს, აქვს სწორი ხედვა, როგორც წარმატებასთან, ასევე გამოწვევებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ანგრევს ოპოზიციის საერთო პრობაგანდის მთავარ მიზნებს და ამიტომ მათი დღევანდელი ისტერიკაც აბსოლუტურად ლოგიკურია და პროგნოზირებადიც იყო", - აღნიშნა მდინარაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics