|
2019-04-10 12:58:39, 2242 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე - ივანიშვილს რუსეთი არცერთხელ უხსენებია, თუმცა ახსენა „კაპიტანი გიგაური“, შავგულიძე და ენმ
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს და ეს მის ინტერვიუში ნათლად გამოჩნდა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ივანიშვილმა ძალიან ბევრჯერ ახსენა ოპონენტები, თუმცა მთავარი აქცენტი, რომელიც რუსეთის ფაქტორს შეეხებოდა, არ გაუკეთებია. გარდა ამისა, პოლიტიკოსისთვის მუუღებელია, ივანიშვილის განცხადება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. გოცირიძის განმარტებით, მსგავსი განცხადებები ინვესტორებს პროექტში თანხის ჩადების სურვილს უკარგავს. "ეს იყო შეშინებული კაცის დარდები, რომელიც ხვდება, რომ კარგავს ძალაულფებას, რომ დარჩა მარტო, გაწირა ყველამ, ვისაც კი ელემენტარულად ჭკუა მოეკითხება. ოთხჯერ ახსენა „კაპიტანი გიგაური,“ ორჯერ მეტად შალვა შავგულიძე, უთვალავჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და არცერთხელ უხსენებია რუსეთი. არის გახლართული თავის პარტიულ ინტრიგებში, მიატოვა საყვარელმა პოეტმა მაღრაძემაც კი და დარჩა დამწყები პოეტი თალაკვაძის ამარა. ადამიანი, რომელსაც წამოცდენებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ხმამაღალი საუბრით. წამოცდა, რომ ანაკლიის პროექტი არის წამგებიანი და მისი რენტაბელურობა შეიძლება მიღწეული იყოს 30-40 წლის შემდეგ, ამას რომ ინვესტორი მოისმენს, როგორ უნდა გაბედოს ანაკლიის პროექტში მონაწილეობა", - განაცხადა რომან გოცირიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)