2019-04-10 12:07:26, 1459 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია: ამოყირავებული მანქანები, ჩვენთან შეთანხმებით ერთ-ერთმა კომპანიამ დადგა
თბილისის მაცხოვრებლებს დილით რამდენიმე ქუჩაზე ბოძებზე შემომდგარი ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები დახვდათ.
„ექსპრესნიუსი“თბილისის მერიას დაუკავშირდა, რომელთა განცხადებითაც, ამოყირავებული მანქანები მერიასთან შეთანხმებით ერთ-ერთმა კომპანიამ დადგა.
„ქუჩაში ბოძებზე შემომდგარი ამოყირავებული მანქანები, თბილისის მერიის კამპანია არ არის. ეს არის ერთ-ერთი კომპანიის აქცია, რომელიც შეთანხმებულია მერიასთან და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ, თუ რომელი კომპანიის აქცია, კომპანია თავად გადაწყვეტს როდის გააჟღეროს აქციის მიზანი“, - განაცხადეს მერიაში.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან