03:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 15:38:07, 1901 ნახვა

რეგიონი
„მადლობა თავისუფლებისთვის“ - შუახევში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა შუახევში. 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად  რიკი ხიდზე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებითა და გვირვნინით შეამკეს  ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა,  პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას, დაანთეს სანთლები.

ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გაგრძელდა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლებმა  მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივის მიაგეს  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

ღონისძიების მეორე ნაწილი  კულტურის სახლის მცირე დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

 30 წლის წინ, მთავრობის სასახლესთან განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და ისტორიული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ.

გაიმართება 9 აპრილის ამსახველი დოკუმენტური კადრების ჩვენება თემაზე : ,,9 აპრილის ტრაგედია -  #მადლობათავისუფლებისთვის ".

ღონისძიებაში მონაწილეობენ შუახევის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის და სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც შეასრულეს სიმღერები, წაიკითეს ლექსები.

უჩამბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს  მონტაჟი: - „ტრაგედიიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე!“

ღონისძიება  მიძღვნილი ,,მადლობა თავისუფლებისთვის“ დასრულდა სიმღერით „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“.

 


 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics