|
2019-04-09 14:10:45, 1782 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება
„ცერემონიები იქნება ყოფილი საპრეზიდენტო სასახლის მხოლოდ ერთერთი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია იქნება ხალხის მომსახურება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ავლაბრის რეზიდენციის შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარი ამოცანაა, სასახლე ხალხს დაუბრუნდეს და მთავარი ფუნქცია რეზიდენციას სწორედ ამ სულისკვეთების გათვალისწინებით მიენიჭება. „ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ შევასრულოთ ის დანაპირები, რომელიც გავეცით. როგორც მოგეხსენებათ, ეს სასახლე აშენებულია ხალხისთვის წართმეული ფულით და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს სასახლე დავუბრუნოთ ხალხს და შესაბამისად, ამ სულისკვეთების გათვალისწინებით იქნება მინიჭებული ახალი ფუნქცია, მთავარი ფუნქცია საპრეზიდენტო სასახლისთვის. რაც შეეხება ცერემონიებს, ეს იქნება სასახლის მხოლოდ ერთერთი ფუნქცია. მთავარი ფუნქცია იქნება ხალხისთვის მომსახურება",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე და საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუ რა დატვირთვა მიენიჭება სასახლეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)