|
2019-04-09 10:34:13, 1948 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილისაღამო გაიმართა. უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენეს დაპატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო დასაქართველოს ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოსდამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისადა თავგანწირვის სიმბოლო. თავისუფლებისთვის ბრძოლას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მადლობამათ ამ თავდადებისთვის და მოპოვებული თავისუფლებისთვის. ეს იყო უდიდესი ტესტი ჩვენი უახლესი ისტორიისგანმავლობში, დღეს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის დეტალებზე ისაუბრეს ასევე, უნივერსიტეტის რექტორმა, სტუდენტებმა დაპროფესორ-მასწავლებლებმა. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურად სანთლებით გამოსახეს ,,9 აპრილი" და სპეციალურად ამდღისთვის მომზადებული ვიდეორგოლი წარმოადგინეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)