|
2019-04-09 10:08:14, 1815 ნახვა
კომენტარი
კალაძე - ჩვენ გვეამაყება ეს დღე, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, რა მნიშვნელობა აქვს 9 აპრილს
თბილისის მერმა კახა კალაძემ 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მერი, მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო. "იმ სისხლიანი ღამიდან, იმ ტრაგედიიდან, რომელიც ჩვენს დედაქალაქში დატრიალდა, 30 წელი გავიდა. 9 აპრილს, შეიძლება ითქვას, ორგვარი დატვირთვა აქვს: პირველ რიგში, ესაა ძალიან დიდი ტრაგედია, 21 ადამიანი დაიღუპა იმ ღამეს, თუმცა მეორე მხრივ, ეს იყო ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების დასაწყისი. ეს იყო დღე, როდესაც დაიწყო იმპერიის ჩამოშლა. მადლობა ამ დღისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის! ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს კარგად უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში დღევანდელი დღე. მათ უნდა იცოდნენ, რა გააკეთეს 9 აპრილს გარდაცვლილმა ადამიანებმა, როგორ შესწირეს თავი სამშობლოს სიყვარულს და თავისუფლებას", - განაცხადა კახა კალაძემ. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ დღეს საბჭოთა არმიამ სასტიკად დაარბია რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)