11:11 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 17:06:56, 2044 ნახვა

სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობისა და ქონების გამოძალვაში ბრალდებულ სამ პირს 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ჯგუფურად,  დიდი ოდენობით ქონების გამოძალვაში ბრალდებული სამი პირი  დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  ბ.ქ., რ.კ. და გ.შ. არიან „ქურდული სამყაროს" წევრები, რომლებიც დაშინებით, მუქარით, იძულებით, ასევე "ქურდული გარჩევით", დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით და სხვა უკანონო ქმედებით, მათთვის და სხვისთვის სარგებლის და უპირატესობის მიღების, ძალაუფლების და გავლენის მოპოვება-მინიჭების მიზნით, ქ. ბათუმში აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში.

„აღნიშნულმა პირებმა  2018 წლის 29 იანვარს ჯგუფურად,  დიდი ოდენობით ქონების  გამოძალვის მიზნით, ქ. ბათუმში, კ.კ.-ს 20000 ლარი მოსთხოვეს.                  სამართალდამცველებმა ბ.ქ., რ.კ. და გ.შ.  2018 წლის 17 ივლისს ქ.ბათუმში  დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროს წევრობა),  181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (ჯგუფურად,  დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვა) და სასჯელის სახედ და ზომად 5-5  წლით თავისუფლება აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურტურის განცხადებაში.

 

 

 

  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
უკრაინის დაზვერვამ კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ათობით მებრძოლი მოკლა
უკრაინამ ჩელიაბინსკის მახლობლად მდებარე აეროდრომზე სუ-57 და სუ-34 ტიპის გამანადგურებლების დაბომბვის შესახებ განაცხადა
ტრამპმა კონგრესს განუცხადა, რომ ირანთან ომი შეწყდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics