2019-04-08 16:06:32, 1607 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება 11 აპრილამდე საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია შესაძლებელი. ჰაერის ტემპერატურა +23,+28, სანაპირო რაიონებში +17, +22, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +20,+25 გრადუსის ფარგლებში იქნება.
11 აპრილს შედარებით აგრილდება და იწვიმებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან