2019-04-08 14:47:37, 1466 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - მალტაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა
მალტაში, ქალაქ ბირზებუჯაში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქე არ აღმოჩნდა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მანამდე ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ მალტაში უცხო პირი 3 მიგრანტს თავს დაესხა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, დაშავდა. Malta Today წერდა, რომ დაშავებულებიდან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაციას გავრცელების შემდეგ, "ექსპრესნიუსი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. იმ დროისთვის უწყება ვერ ადასტურებდა, რომ სროლის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი საქართველოს მოქალაქე იყო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან