22:06 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-08 14:00:50, 2223 ნახვა

კომენტარი
ეკა ბესელია: რისთვის მივიღეთ ეს რეგლამენტი, თუ ყველა სხდომაზე უნდა დავარღვიოთ?!

„ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს“, - ასე მიმართა დამოუკუდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის სხდომარე ყოფილ თანაგუნდელებს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ ინფორმაცია მისთვის არავის მიუწოდებია.

„არ არის სასიამოვნო ამაზე საუბარი, მაგრამ გაცილებით უფრო არასასიამოვნოა ახლა, როგორ გამოიყურება პარლამენტი და არ მგონია ეს რომელიმე ჩვენგანს არ აწუხებდეს. ვფიქრობ, რომ ყველას აწუხებს, როგორ გამოიყურება პარლამენტი, რომელიც ისე ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, რომ პროცედურას არ იცავს, ისე ნიშნავს ბიუროს სხდომას, რომ რომელ საათზეც არის სასურველი პარლამენტის თავმჯდომარე მაშინ იწვევს და არ აქვს მნიშვნელობა რეგლამენტში რა წერია. ისე არღვევს რეგლამენტს კენჭისყრის დროს, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა. ინიციატივით მინდა მოგმართოთ - რეგლამენტში მოვხაზოთ ნორმები, რომლის დარღვევა შეიძლება და რომლის არ შეიძლება. მარტო გედი ფოფხაძის დროს გაგვახსენდა რეგლამენტის მუხლი და სხვა შემთხევაში რეგლამენტის დაცვა  პარლამენტში არ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი რამ?“, - აცხადებს ბესელია.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
მეტროსადგურ ისანში კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics